ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად არის გაუარესებული.
სასწავლო სეზონის განახლება რამდენიმე რეგიონში ლოკალური ეპიდ-აფეთქების მიზეზი გახდა. განსაკუთრებით საყურადღებოა ვითარება კახეთში, სადაც შვიდი სკოლა და ათეულობით ბაღი დახურეს. რეგიონში ვაქცინაციის მაჩვენებელიც საგანგაშო ნიშნულზეა. სასწავლო პროცესი შეჩერდა და ონლაინ-რეჟიმში გადავიდა თბილისის და დიდი ქალაქების ათეულობით სკოლაშიც, დედაქალაქში დახურეს 68 ბაღი. მობილობის მატების გარდა ინფიცირებულთა დღიური რაოდენობის მკვეთრი ზრდის კიდევ ერთ მიზეზად „დელტა“ შტამის ციკლურობა სახელდება. გამოსავალი ვაქცინაციის ტემპების გაუმჯობესებაშია, თუმცა მიმართვიანობა ყოველდღე იკლებს. 15 ოქტომბრიდან მობილური ბრიგადები ჩავლენ იმ სოფლებში, სადაც აცრის ყველაზე დაბალი მაჩვენებლებია.