ახალი შემთხვევებიდან 477 გამოვლინდა იმერეთში. რაც შეეხება გარდაცვლილებს, რეგიონში ლეტალური შემთხვევებიდან შვიდი დაფიქსირდა. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 25 დღის ჩვილი გამოჯანმრთელდა. პაციენტი კლინიკიდან უკვე გაწერეს. ამ დროისთვის კლინიკაში 75 კოვიდ-დადებითი პაციენტი მკურნალობს. ორი პაციენტი კრიტიკულად მძიმეა.