ეპიდემიოლოგიური ვითარება იმერეთში

ახალი შემთხვევებიდან 477 გამოვლინდა იმერეთში. რაც შეეხება გარდაცვლილებს, რეგიონში ლეტალური შემთხვევებიდან შვიდი დაფიქსირდა. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 25 დღის ჩვილი გამოჯანმრთელდა. პაციენტი კლინიკიდან უკვე გაწერეს. ამ დროისთვის კლინიკაში 75 კოვიდ-დადებითი პაციენტი მკურნალობს. ორი პაციენტი კრიტიკულად მძიმეა.