ამ წუთებში, ჯანდაცვის სამინისტროს იმუნიზაციის საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, ახალი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ქვეყანაში ვაქცინაციის საკმაოდ დაბალი ტემპის ფონზე, ეპიდვითარება კვლავ რთულია, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 228 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 28 პაციენტი. 7%-ს შეადგენს ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი. კორონავირუსის შემთხვევების გამო, 4 ოქტომბრიდან დღემდე, თბილისში 14 საბავშვო ბაღი დაიხურა.
რა გადაწყვეტილებების მიღებას ველოდებით დღეს იმუნიზაციის საბჭოსგან? – თამარ ნადარეიშვილი თემის დეტალებით.