კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი არ იკლებს.
ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“-ს კიდევ 60 ადამიანი ემსხვერპლა. თუ დღევანდელ რიცხვებს წინა კვირის მონაცემებს შევადარებთ, ეპიდემიოლოგიური ვითარება არც უმჯობესდება და არც უარესდება. ინფიცირებულთა რაოდენობა საშუალოდ ისევ 2 500-ის ფარგლებში მერყეობს, როდესაც უმძიმესი მეოთხე ტალღის პიკი გადალახულად ცხადდება. თუმცა, როგორც კლინიკებში განმარტავენ, ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ახალი შემთხვევებიდან მკვეთრი დამძიმების შედარებით ნაკლები მაჩვენებელია. მაღალი სიკვდილიანობის მთავარ მიზეზად ექიმები იმ გარემოებას ასახელებენ, რომ 60 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია.