კორონავირუსმა კიდევ 81 ადამიანი იმსხვერპლა. სპეციალისტები კვლავ აცრისა და პირბადის ტარებისკენ მოუწოდებენ მოქალაქეებს. რაც სიცოცხლის გადასარჩენად და ვირუსის გავრცელების შესაკავებლად აუცილებელია. გამოვლინდა ინფიცირების 3 212 ახალი შემთხვევა. ვირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ისევ მაღალია, რაც შეზღუდვების მოხსნის შესაძლებლობას არ იძლევა.