ეპიდემიოლოგები კორონავირუსის მეხუთე ტალღას ნოემბერში ელოდებიან.
ივლის-აგვისტოს მძიმე სურათის თავიდან ასაცილებლად მთავარი მოწოდება ვაქცინაციის ტემპების დაჩქარება და რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლია. სხვა შემთხვევაში დაავადებათა კონტროლის ცენტრი მორიგ ეპიდ-აფეთქებას პროგნოზირებენ. იმუნიზაციის გეგმაში ჯერ ცვლილება არ შესულა, მაგრამ როგორც ეპიდემიოლოგები განმარტავენ, „დელტა“ შტამის სიმძიმიდან გამომდინარე, კოლექტიური იმუნიტეტის მისაღწევად ზრდასრული მოსახლეობის 80%-ის აცრაა საჭირო. თუმცა, აცრის მაჩვენებელი ყოველდღე იკლებს. რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობას, ახალი შემთხვევების რაოდენობა არ იმატებს. სამწუხაროდ, ისევ მაღალია გარდაცვლილთა და კრიტიკულ პაციენტთა რიცხვი.