ახალი სასწავლო წელი კიდევ ერთი სიახლით იწყება.
ეპიდვითარების დასტაბილურების გამო სკოლებში დისტანციური სწავლების რეჟიმი გაუქმდა. მოიხსნა ყველა სხვა რეგულაციაც. ამასთან ერთად ჯანდაცვის სამინისტრო „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას ახალი წესით აღრიცხავს. თუ მაისის შემდეგ კოვიდ-სტატისტიკა ყოველკვირეულად აღირიცხებოდა, ოქტომბრიდან მონაცემები თვეში ერთხელ გამოქვეყნდება. მიზეზად სტაბილური ეპიდვითარება სახელდება, თუმცა სპეციალისტთა ნაწილისთვის გადაწყვეტილება გაუგებარია. მათი თქმით სტატისტიკის თვიურად აღრიცხვა მსოფლიო პრაქტიკას ეწინააღმდეგება. რამდენად მიზანშეწონილია აღრიცხვის ახალი წესის შემოღება იმ ფონზე, როდესაც ექიმები უახლოეს მომავალში ეპიდვითარების გაუარესებას პროგნოზირებენ.