ეპიდემიოლოგიური ვითარება და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება – გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში „კოვიდ-19“ კიდევ 42 ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. გამოვლინდა ინფიცირების 2 800 ახალი შემთხვევა. ამის ფონზე, რიგი შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო საკოორდინაციო საბჭომ. ცნობილია, რომ ქვეყანა ელოდება ორ მედიკამენტს, რომელიც ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისთვის გამოიყენება. გარდა ამისა, ვაქცინაციის მასშტაბის გაზრდისთვის იწყება კონკრეტული ღონისძიებების გატარება რეგიონებში.