ეპიდემიოლოგიური ვითარება და იზოლაციის ვადები

საქართველო ისევ კორონავირუსის მეექვსე ტალღის გავრცელების პიკშია. აქტიური შემთხვევების საერთო რაოდენობა ბოლო მონაცემებით 211 ათასს აღწევს, საიდანაც 95 პროცენტი სწორედ სამხრეთ აფრიკული შტამზე მოდის. დადებითობის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, „ომიკრონის“ მსუბუქი მიმდინარეობის გამო სპეციალისტები ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას რთულს, მაგრამ მართვადს უწოდებენ. ვითარების დასტაბილურების მთავარ გზად ისევ პირბადის ტარება, რეგულაციების დაცვა და დიდი თავშეყრებისგან თავის შეკავება სახელდება. პარალელურად, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იზოლაციის ვადების შემცირებაზე მუშაობას იწყებენ. მთავარი აქცენტი კეთდება იმ პროფესიებზე, რომელთა დატვირთვა და სამსახურებში დროული დაბრუნება მნიშვნელოვანია.