მზარდია ინფიცირების სტატისტიკა ბავშვებშიც. ციციშვილის სახელობის კლინიკაში ამ დროისთვის მკურნალობის კურსს 127 მოზარდი გადის. 20 მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაშია. კლინიკის დირექტორის თქმით, ერთი მოზარდის მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებოა. მისი შეფასებით, „ომიკრონი“ ძირითადად სწორედ მოზარდებში ვრცელდება. მას წელის ტკივილი, დიარეა და ძლიერი ოფლიანობა ახასიათებს. სპეციალისტები მოუწოდებენ მშობლებს – აიცრან, ატარონ პირბადე და ამით დაიცვან მოზარდები ინფიცირებისგან.