ეპიდემიოლოგიური ვითარება ბავშვებში

კორონავირუსის ახალი ვარიანტი განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ბავშვებს და ახალგაზრდებს. ციციშვილის კლინიკის დირექტორი, საწოლფონდის დეფიციტს არ გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუ ევროპის ქვეყნების სცენარი საქართველოშიც განმეორდება და მზარდი იქნება ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელი. კლინიკაში მიმართვიანობა უკვე გაზრდილია. ამ დროისათვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 60 პაციენტი მკურნალობს, მათგან ცხრა რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.