„კოვიდ-19“ მილიონ 130 ათასი ახალი შემთხვევა გამოვიდა ამერიკაში, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ინფიცირების საშუალო მაჩვენებელი გასამმაგებულია. ვირუსის გავრცელების მკვეთრ ზრდას სპეციალისტები „ომიკორნ“ ვარიანტის გავრცელებას უკავშირებენ. შედეგად სკოლებში სასწავლო პროცესი შეფერხებულია. თანამშრომლების ინფიცირების გამო, ქალაქ ნიუ იორკში მეტროს სამმა ხაზმა მუშაობა შეაჩერა.