ყველა უნდა იაზრებდეს ეპიდვითარების სიმძიმეს, ყველა ღონისძიება უმკაცრესად აღსრულდება, რადგან თხოვნა აღარ ჭრის, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა.
თორნიკე რიჟვაძის თქმით, ბოლო 24 საათში აჭარის რეგიონში კორონავირუსის 900-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, თორნიკე რიჟვაძემ მოუწოდა სხვადასხვა დაწესებულებას, ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, აღარ გამართონ ხალხმრავალი ღონისძიებები.