ბათუმში მასობრივი თერმოსკრინინგი იწყება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
საბჭოს წევრების განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და სრული კარანტინი არ იგეგმება, მათ შორის არც ბათუმში. აჭარა საყურადღებო რეგიონად რჩება, დღესაც „კოვიდ-19“-ის ახალი 196 შემთხვევიდან უმეტესობა, ანუ 144 სწორედ წითელ ზონას უკავშირდება. რეგიონში დღეს ჯანდაცვის მინისტრი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ჩავიდნენ.
მერაბ წულუკიძე დეტალებით.