ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საყურადღებო ხდება.
წინა კვირის უკვე გაზრდილი მაჩვენებელი გაორმაგდა. 5 ივლისიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 5 200-მდე შემთხვევა გამოვლინდა, რაც ნიშნავს, რომ დღეში საშუალოდ 700 ადამიანი ინფიცირდება. საბედნიეროდ, სტატისტიკის დამძიმება ჰოსპიტალურ სექტორზე არ აისახება. მიმართვიანობამ იმატა, თუმცა გართულებები იშვიათია. ექიმები თანხმდებიან, რომ „ომიკრონის“ ქვეშტამები ძირითადად მსუბუქად ან საშუალო ფორმებით მიმდინარეობს. გაფრთხილების და მოწოდებების მთავარი ადრესატები ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები ან ხანდაზმულები არიან, რომლებსაც დაინფიცირების შემთხვევაში მკურნალობის დროულად დაწყებისკენ მოუწოდებენ.