ეპიდვითარება ქვეყანაში ისევ სტაბილურია. შემცირებულია ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი. გასული დღე-ღამის მანძილზე „კოვიდ 19“ კიდევ 823 მოქალაქეს დაუდასტურდა. 10,65%-ით განისაზღვრა დადებითობის დღიური მაჩვენებელი. ვირუსული გართულებებით გარდაიცვალა 24 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსს ჯამში 16 554 პირი ემსხვერპლა. დღეს აღრიცხული ფაქტებიდან, თბილისში გვაქვს 440 შემთხვევა, აჭარა – 25, იმერეთი – 121, ქვემო ქართლი – 22, შიდა ქართლი – 47, გურია – 45, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 47, კახეთი – 51, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 403 პირი. სპეციალისტები მომდევნო დღეების განმავლობაში შემთხვევათა რაოდენობის კიდევ უფრო კლებას ელოდებიან. თუმცა ძალაშია რეკომენდაცია ვაქცინაციის შესახებ. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, ჯანმომ უკვე დაიწყო იმ კრიტერიუმებზე მუშაობა, რომლის საშუალებითაც, პანდემია დასრულებულად გამოცხადდება.