ეპიდემიოლოგიური ვითარება

მსოფლიოში „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების შემთხვევები მატულობს. საქართველოში ახალი შტამის უკვე 600-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. ეპიდემიოლოგები ისევ ვაქცინაციისა და რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ახალი შტამი განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის. ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში მიმართვიანობა მომატებულია, იზრდება დღიური შემთხვევების რაოდენობაც.

როგორი პროგნოზები აქვთ სპეციალისტებს.