გასული 24 საათის განმავლობაში, ვირუსი კიდევ 2 490 მოქალაქეს დაუდასტურდა, კვლავ მაღალია გარდაცვლილთა მაჩვენებელი, „კოვიდ-19“-ს ბოლო ერთ დღეში 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი შემთხვევებიდან, თბილისში დადასტურდა 708 ფაქტი, კახეთი – 500, აჭარა – 130, იმერეთი – 482, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 284, ქვემო ქართლი – 133, შიდა ქართლი – 81.
8,26 პროცენტით განისაზღვრა დადებითობის დღიური მაჩვენებელი. ამ ეტაპზე მძიმეა 962 პაციენტის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 258 ინფიცირებული.