ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების განახლებული მაჩვენებლის მიხედვით, „კოვიდ-19“ ცხრა მოქალაქეს დაუდასტურდა. ამასთან, უკვე გამოჯანმრთელდა და დღის განმავლობაში კლინიკიდან გაწერენ ოთხ პაციენტს. შედეგად განკურნებულთა რიცხვი ქვეყანაში ჯამში უკვე 1000-ს შეადგენს. რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, ერთი ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია. „კოვიდ-19“ დაუდასტურდა დღეს დილით სამედიცინო პერსონალის ორ წარმომადგენელს. კიდევ ერთი ფაქტი გაჩიანის კლასტერს უკავშირდება, ორი შემთხვევა კი იმპორტირებულია.  ამჟამად „კოვიდ“-მიმღებ კლინიკებში 208 პაციენტი მკურნალობს. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, დღევანდელი შემთხვევების ჩათვლით, სულ ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 1225 დადასტურებული ფაქტი გვაქვს. გარდაცვლილია 17 პირი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმში რჩება 7068, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 250 ადამიანი.