კორონავირუსით ინფიცირებული აბიტურიენტი ერთიანი ეროვნული გამოცდებიდან არ მოიხსნება.
ერთ-ერთ კლინიკაში მყოფ ანა ონიანს „მოამბე“ დღეს ტელეფონით ესაუბრა. აბიტურიენტს, რომელმაც ბოლო გამოცდა შვიდ ივლისს რუსთავის საგამოცდო ცენტრში ჩააბარა, ვირუსული ინფექცია ბებიისგან გადაედო. მისი ოჯახის წევრი ერთ-ერთია იმ სამი ბოლო შემთხვევიდან, რომელთა დაინფიცირების წყაროს ეპიდემიოლოგები ჯერ ვერ ადგენენ. შესაბამისად ქვეყანაში შიდა გავრცელების რისკები მზარდია.
ყველაზე დიდ საფრთხეს ეპიდემიოლოგები რიტუალურ სუფრებსა და თავყრილობებში და საზღვრების გახსნაში ხედავენ.