ექიმი-ინფექციონისტის, მაია ბუწაშვილის შეფასებით, ამ ეტაპზე საქართველოში საუკეთესო ეპიდ-სიტუაციაა.
როგორც მან აღნიშნა, მოხსნილმა შეზღუდვებმა ცუდი შედეგები არ გამოიღო და ახლა მნიშვნელოვანი საკითხი საზღვრების გახსნაა. მისივე თქმით, ტურისტების შემოსვლის წესები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იყოს დაცული და არ გამორიცხავს, რომ ტურისტის საზღვარზე შემოსვლისას ე.წ კოვიდ-პასპორტის წარმოდგენა გახდეს საჭირო. ბუწაშვილი ასევე ზღვის სეზონის გახსნის საკითხსაც შეეხო და განმარტა, რომ კორონავირუსი წყლით გადამდები ინფექციების რიცხვში არ შედის, თუმცა ფიზიკური დისტანცირება სანაპიროზეც აუცილებელია.