ეპიდემიოლოგიური ვითარება ისევ საყურადღებოა.
ბოლო დღეების მონაცემებს ეპიდემიოლოგები ფეთქებადსაშიშ ვითარებად განიხილავენ. ბოლო პერიოდში ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებლები 2 500-ის ფარგლებში მერყეობს, რაც წინა კვირების რიცხვებს მკვეთრად აჭარბებს. მაღალ ნიშნულზეა სიკვდილიანობის მაჩვენებელიც. ეპიდ-სიტუაციის დამძიმების მთავარ მიზეზად რეგულაციების უხეში დარღვევა, გაზრდილი მობილობა და აცრის დაბალი მაჩვენებელი სახელდება. ვაქცინაციის ამ ტემპებით გაგრძელების შემთხვევაში პროგნოზები საკმაოდ პესიმისტურია. ეპიდემიოლოგები ინფიცირებულთა დღიური რაოდენობის და სიკვდილიანობის კიდევ უფრო ზრდას და მეხუთე ტალღის დაჩქარებას ელოდებიან.
ხვალ უნდა გახდეს ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკოორდინაციო საბჭო ვაქცინების მესამე, ე.წ. ბუსტერ-დოზაზე და 12 წლიდან ბავშვების ვაქცინაციის საკითხზე.