რუსეთი ხარკოვის ოლქზე შეტევას განაგრძობს.
საომარი მოქმედებები უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქის ახლოს ინტენსიურად მიმდინარეობს. დღეს ქალაქი კიდევ ერთხელ დაიბომბა. ამ ფონზე კიევში წინასწარ გამოუცხადებელი ვიზიტით ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რომელიც ზელენსკის სამხედრო დახმარებას კიდევ ერთხელ დაჰპირდა. ოფიციალური კიევი შექმნილ ვითარებაში ყველაზე მეტად ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების საჭიროებაზე საუბრობს.
უკრაინაში ომი პუტინის მიერ დასახული სამხედრო პოლიტიკური ამოცანების სრულ შესრულებამდე გაგრძელდება – ასეთია გზავნილი მოსკოვიდან. ცნობილი ხდება, რომ ვლადიმირ პუტინი 16 მაისს ჩინეთში მიემგზავრება, სადაც ის უკრაინის საკითხს ჩინეთის ლიდერთან პირისპირ შეხვედრაზე განიხილავს.