ენმ ამ წუთებამდე პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს - პარტიის ლიდერები სპეციალური განცხადების გასაკეთებლად ემზადებიან

ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები კიევში, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები კი თბილისში, განვითარებულ მოვლენებს აფასებენ და მოქმედების შემდგომ ნაბიჯებს აზუსტებენ.

პარტია საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და ამ წუთებიც პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს. პარტიის წევრებს სამოქმედო გეგმის დეტალები ჯერ არ გაუსაჯაროვებიათ, თუმცა, ამბობენ, რომ პასუხი ნებისმიერი სცენარისთვის ექნებათ მზად.

თამარ წიკლაური ელოდება შეხვედრის დასრულებას.