თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვის მორიგი უკანონო ფაქტი.
საპროტესტო აქციების საპასუხოდ, რუსეთის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება უკანონო მოქმედებით ეხმაურება.
ენგურის ხიდზე მოძრაობა ცალმხრივად ჩაიკეტა. ოკუპირებული აფხაზეთიდან მოქალაქეებს ზუგდიდში აღარ ატარებენ. აფხაზეთში გადასვლის უფლება კი ე.წ. აფხაზური პასპორტების ან მიწვევის მქონე პირებს აქვთ.
მიმოსვლის აკრძალვა ე.წ. პარლამენტმა 25 ივნისის სხდომაზე მოითხოვა და ე.წ. პრეზიდენტს მიმართვაც გაუგზავნა. მიზეზად რუსი დეპუტატის, გავრილოვისადმი საქართველოს პარლამენტის წევრის, აკაკი ბობოხიძის სიტყვები დასახელდა.
დე ფაქტო რეჟიმი ბობოხიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრასაც ითხოვს.
თემის დეტალები „მოამბეში“.