შპს „ენგადის“ დისტრიბუტორების ნაწილი გაიფიცა.
ეს კომპანია რამდენიმე მსხვილ საწარმოს ემსახურება, მათ შორის „ნაბეღლავს“, მარნეულის სასურსათო პროდუქტებს და სხვას. გაფიცული თანამშრომლები ხელფასის გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათი თქმით, წლების განმავლობაში შვებულებით სარგებლობის უფლებაც კი არ ეძლევათ. ცოტა ხნის წინ კომპანიის წარმომადგენლებმა მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთს.