„ნაბეღლავის“ და „ენგადის“ თანამშრომლების გაფიცვა

გაფიცვა გრძელდება კიდევ ერთ საწარმოში. სადისტრიბუციო შპს „ენგადის“ 70-მდე თანამშრომელი მეორე დღეა, სამუშაოს შესრულებაზე უარს აცხადებს. შედეგად ჰოლდინგში შემავალი ოთხი კომპანიის, მათ შორის „ნაბეღლავის“ პროდუქციის დისტრიბუცია შეფერხებებით მიმდინარეობს. მენეჯმენტის წარმომადგენლები დღეს დასაქმებულებს გაესაუბრნენ და მათ მიერ დაყენებული მოთხოვნების განხილვა პირისპირ ფორმატში შესთავაზეს, თუმცა ბორჯომის მსგავსად, შპს „ენგადის“ თანამშრომლებიც მედიაციის პროცესში პროფკავშირების წარმომადგენლის ჩართვას ითხოვენ. მიზეზი, რის გამოც დასაქმებულებმა სამუშაო პროცესის გაგრძელებაზე უარი თქვეს, არასათანადო სამუშაო პირობებს და ხელფასების სიმცირეს უკავშირდება.

დატოვე კომენტარი