ენერგოომბუდსმენის ბრიფინგი

ენერგოომბუდსმენი მომხმარებლებს ბუნებრივი აირის სექტორში არსებულ პრობლემებს, რეგულაციებსა და რეკომენდაციებს კიდევ ერთხელ ახსენებს. სალომე ვარდიაშვილმა კუსტარულად დამზადებულ გამათბობლებზე და იმ ოთხი ლეტალური შემთხვევის მიზეზზე ისაუბრა, რაც მიმდინარე კვირაში დაფიქსირდა. ვარდიაშვილის თქმით, აღნიშნული უბედური შემთხვევები ძირითადად შიდა ქსელის სერიოზულმა დარღვევამ გამოიწვია.

ენერგოომბუდსმენის განცხადებით, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში არსებულ კორპუსებში ძალიან ბევრი შიდა მოუწესრიგებელი ქსელია, განსაკუთრებით კი ძველ შენობებში. ის მოქალაქეებს ურჩევს, სპეციალისტებს ყოველწლიურად შეამოწმებინონ საცხოვრებლის შიდაქსელი, რათა გამოირიცხოს უბედური შემთხვევები.