ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება გადავადდა

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება კიდევ ერთხელ გადაიდო.

ჯერ კიდევ 2021 წლისთვის დაანონსებული რეფორმა ამ დრომდე არ არის ძალაში შესული. თუ თავდაპირველად ხელისშემშლელ ფაქტორად ბაზრის მონაწილეთა არასაკმარის მზაობას აცხადებდნენ, ამჯერად მიზეზად გაუარესებული უსაფრთხოება და ზამთრის გამო არასაკმარისი ჰიდრორესურსები სახელდება. ენერგეტიკული ბირჟის შექმნას ქვეყანას ევროდირექტივები ავალდებულებს. მთავარი მიზანი ენერგოსისტემაში ინვესტორების მოზიდვა და დენის სამომხმარებლო ტარიფის ზრდის რისკების შემცირებაა. ენერგეტიკული ბირჟა საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიით ვაჭრობას და ელეტროენერგიაზე თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შემოღებას გულისხმობს, რაც თავის მხრივ ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციას და კონკურენტულ სავაჭრო პირობებში ელექტროენერგიის სამართლიანი ფასების დადგენას შეუწყობს ხელს.