ენერგოომბუდსმენის განცხადება

ენერგოომბუდსმენი მოქალაქეებს ენერგოსისტემაში დაგეგმილ სიახლეებს ახსენებს. პირველი ივლისიდან მოსახლეობას თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიას „თელასი“ და „ენერგოპროჯორჯია“ აღარ მიაწოდებენ. ამ ფუნქციას ორი ახალი კომპანია შეითავსებს. ცვლილებებს ქვეყანას ევროდირექტივები ავალდებულებს, რომლის მიხედვით მსხვილი ენერგოკომპანიები მხოლოდ გამანაწილებელი ქსელის მესაკუთრეებად რჩებიან. თბილისის მასშტაბით „თელასის“ ნაცვლად გადასახადის ქვითარს მოქალაქეები კომპანია „თელმიკოსგან“, ხოლო რეგიონებში „ეპი ჯორჯიასგან“ მიიღებენ. ენერგოომბუდსმენის თქმით, ცვლილება ტარიფის ზრდას არ გამოიწვევს.