ახალი ტარიფები დაადგინეს კომპანიებისთვის, რომლებიც ენერგეტიკული პროექტებისთვის გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობენ.
მიზანი განახლებადი ენერგიის წყაროების მაქსიმალური ათვისება და საინვესტიციო რისკების დაზღვევაა. ელექტროსადგურებისთვის განსაზღვრული საშუალო ტარიფების ნაწილი ზოგიერთი კომპანიისთვის მისაღები არ არის. დღევანდელ შეხვედრაზე კერძო სექტორმა ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის გადახედვის პირობა მიიღო. განახლებადი ენერგიის ელექტროსადგურების შეღავათიანი პირობებით მშენებლობის მიზნით პროექტი ერთი წლის წინ დაიწყო. განახლებადი ენერგეტიკის ხელშესაწყობად უკვე მეორე აუქციონი ჩატარდა. მიმართვის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.