სემეკ-თან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში სწავლის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. კურსი მორგებულია როგორც საჯარო, ისე კერძო და არასამთავრობო სექტორში დასაქმებული სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვის. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, შეისწავლონ კონკურენციის სამართლის ძირითადი ცნებები და პრინციპები.
სემეკ-ის თავმჯდომარის განცხადებით, ცალკე შეხვედრები დაეთმობა კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულებას ენერგეტიკის, ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფინანსურ სექტორებში.