გაზრდილი იმპორტი და შემცირებული ექსპორტი. ასეთი სურათია დღეს საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე.
ბოლო წლებში პირველად, ქვეყანაში დენის შემოტანა ზაფხულშიც დიდი მოცულობით მოხდა. მათ შორის რუსეთიდან. ამის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება გაზრდილი მოხმარება, მათ შორის ტურიზმის განვითარების გამო.
ენერგეტიკოსები მსხვილი პროექტების გააქტიურების აუცილებლობაზე მიუთითებენ.