თბილისში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივნის, ემზარ ზენაიშვილის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის წევრები, ემზარ ზენაიშვილის კოლეგები, მეგობრები, ვეტერანი სპორტსმენები ესწრებოდნენ. საღამოზე გაიმართა ემზარ ზენაიშვილის ავტობიოგრაფიული წიგნის პრეზენტაციაც.
ემზარ ზენაიშვილი არის სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი, რამდენიმე წიგნის ავტორი და რედაქტორი. 1999 წელს მიენიჭა ღირსების ორდენი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნებაში, სპორტის ოლიმპიურ სახეობათა განვითარებაში, ოლიმპიზმის იდეების გავრცელებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი საქმიანობისათვის.