ზუსტად ერთი წლის წინ, საფრანგეთის მოსახლეობამ ქვეყნის პრეზიდენტად „წინ რესპუბლიკის” ახალგაზრდა ლიდერი, ემანუელ მაკრონი აირჩია.
ელისეს სასახლის დაკავებისთანავე, ყოფილმა ბანკირმა და ეკონომისტმა, მასშტაბური და ხმაურიანი რეფორმების განხორციელება, პარალელურად კი, საერთაშორისო არენაზე, საფრანგეთის როლის გაძლიერებაზე დაიწყო ზრუნვა.