პარიზში ემანუელ მაკრონის რეფორმები გააპროტესტეს
პარიზში ემანუელ მაკრონის რეფორმები გააპროტესტეს

პარიზში ათასობით ადამიანი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის რეფორმების წინააღმდეგ გამოვიდა. სააგენტო Associated Press-ის ცნობით, საფრანგეთის დედაქალაქის ქუჩებში უსაფრთხოებას ორი ათასი სამართალდამცველი იცავდა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ ინიციირებული რეფორმები მხოლოდ კომპანიებისა და მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეების სასარგებლოდ არის მიმართული.

რეფორმის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ცვლილებებით დასაქმებულთა უფლებები შეიზღუდება, სამართალდამცველების უფლებამოსილება კი გაიზრდება.

დემონსტრაციას შეუერთდნენ სტუდენტები და საფრანგეთის რკინიგზის თანამშრომლებიც, რომლებიც უკვე რამდენიმე კვირაა გაფიცვას მართავენ.

საპროტესტო გამოსვლის ორგანიზატორი მემარცხენე პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“ იყო.