ემანუელ მაკრონი - ფარისევლობა იქნებოდა მეთქვა, რომ თურქეთს აქვს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა
ემანუელ მაკრონმა თურქეთის პრეზიდენტის პოლიტიკა მწვავედ გააკრიტიკა. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, 2016 წლიდან დღემდე თურქეთში ადამიანის უფლებების კუთხით, მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. „ფარისევლობა იქნებოდა მეთქვა, რომ თურქეთს აქვს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა.” – განაცხადა მაკრონმა ელისეის სასახლეში გამართული პრესკონფერენციის დროს.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თურქეთის ხელისუფლებასა და ევროგაერთიანებას შორის ურთიერთობები დაიძაბა. ერდოღანმა ერთ-ერთ განცხადებაში აღნიშნა, რომ თურქეთისთვის ევროგაერთიანებაში გაწევრიანება პრიორიტეტი აღარ არის.