ემანუელ მაკრონის განცხადებით, მიმდინარე წელს მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით კანონმდებლობას გადახედავს
ემანუელ მაკრონის განცხადებით, მიმდინარე წელს მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით კანონმდებლობას გადახედავს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მიმდინარე წელს მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით კანონმდებლობას გადახედავს. აღნიშნული გადაწყვეტილება მაკრონის თქმით, სოციალურ ქსელებში მცდარი ინფორმაციის გავრცელებას ეხება. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ეს ლიბერალურ დემოკრატიას ზიანს აყენებს.

მას შემდეგ, რაც გასულ წელს პრეზიდენტად აირჩიეს, მაკრონი ხშირად აკრიტიკებდა რუსულ მედიას. ის ღიად სდებდა ბრალს RT-ს იმაში, რომ ტელეარხი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში მის წინააღმდეგ დეზინფორმაციას ავრცელებდა.

„თუ ჩვენ ლიბერალური დემოკრატიის დაცვა გვსურს, ძლიერი კანონმდებლობაც უნდა გვქონდეს“, – განაცხადა მაკრონმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ახალი კანონმდებლობა შეეხება სოციალურ მედია პლატფორმებს, განსაკუთრებით კი საარჩევნო პერიოდებში.