ემანუელ მაკრონი – ფარისევლობა იქნებოდა მეთქვა, რომ თურქეთს აქვს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა

18:17, 06.01.2018

ემანუელ მაკრონმა თურქეთის პრეზიდენტის პოლიტიკა მწვავედ გააკრიტიკა. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, 2016 წლიდან დღემდე თურქეთში ადამიანის უფლებების კუთხით, მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. „ფარისევლობა იქნებოდა მეთქვა, რომ თურქეთს აქვს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა.”  – განაცხადა მაკრონმა ელისეის სასახლეში გამართული პრესკონფერენციის დროს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თურქეთის ხელისუფლებასა და ევროგაერთიანებას შორის ურთიერთობები დაიძაბა. ერდოღანმა ერთ-ერთ განცხადებაში აღნიშნა, რომ თურქეთისთვის ევროგაერთიანებაში გაწევრიანება პრიორიტეტი აღარ არის.

მსგავსი