ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, გია უდესიანის დის მანქანაზე, რომელიც მის საცხოვრებელ სახლთან იყო გაჩერებული, იარაღი იპოვეს. როგორც თავად ელზა უდესიანი აცხადებს, მან იარაღი მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც მანქანის საბარგული გახსნა. მისი განცხადებით, მომხდარი, ოჯახზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზნით განხორციელდა, რადგან მისი თქმით, დიდი ხანია მათ ოჯახს დევნიან. კონკრეტულ პიროვნებებზე ეჭვი გია უდესიანის დას არ აქვს. მან იარაღის აღმოჩენისთანავე გამოიძახა საპატრულო პოლიცია და ადგილზე საგამოძიებო სამსახური მუშაობდა.