დანიის ქალაქ ელსინორში ევროპის საბჭოს მინისტრების ოფიციალური მიღება დღეს გაიმართება. სტუმრებს დანიის პრინცი უმასპინძლებს. დანიის სამეფოში იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც.
ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის 128-ე სესიაზე მონაწილეობს, სადაც ხვალ სიტყვით გამოვა და აქცენტს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე გაამახვილებს.
გაიმართება ორმხრივი შეხვედრებიც. როგორც დანიასა და ისლანდიაში საქართველოს ელჩი აცხადებს, სიტყვით გამოსვლისას და პირისპირ შეხვედრებზეც მინისტრი პარტნიორებს ბოლო პერიოდში ოკუპანტების აგრესიულ ქმედებებზე ინფორმაციას მიაწვდის.