მიხეილ ჯანელიძე - ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში გაკეთდება
მიხეილ ჯანელიძე - ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში გაკეთდება

ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გაკეთდება მაშინ, როდესაც შესაბამისი საფუძველი იარსებებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტში, ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ უნდა შევქმნათ მოლოდინი, როგორც საზოგადოებაში, ასევე გარეთ, რომლის დაკმაყოფილებაც შესაძლებელი იქნება, რათა მხარდაჭერა, რომელიც გვაქვს საზოგადოებიდან, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ.  ამასთან, მაქსიმალურად გაზომვადი და ყველასთვის გასაგები ნაბიჯები გადავდგათ, მათ შორის იმ საბოლოო პოლიტიკური მიზნის მისაღწევად, რომელიც არის ევროკავშირში წევრობა. განაცხადის გაკეთებაც მოხდება მაშინ, როდესაც ამისთვის იარსებებს შესაბამისი საფუძველი. ეს შესაძლებელია იყოს ერთ წელიწადში და შეიძლება ათ წელიწადში. ამას განსაზღვრავს მოცემულობა, რომლითაც ჩვენ ერთად უნდა ვიაროთ ქვეყნის შიგნით და ასევე ევროკავშირთან ერთად. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ეს იყოს უფრო ადრე, ვიდრე გვიან“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.