„ელმავალამშენებელი“ ქარხნის თანამშრომლები საპროტესტო აქციებს იწყებენ

ელმავალამშენებელი“ ქარხნის თანამშრომლები, ადმინისტრაციისგან სახელფასო დავალიანების გადახდის მოთხოვნით, 5 მარტიდან მასშტაბურ საპროტესტო აქციებს იწყებენ.

დღევანდელი სამმხრივი შეხვედრა ჩაიშალა.

„ელმავალმშენებელი“ ქარხნის დირექტორი დავით გორგოძე თანამშრომლებთან შეხვედრას პროფკავშირების წარმომადგენლების გარეშე ითხოვდა, რაზეც თანამშრომლებმა უარი განაცხადეს.

ქარხნის დირექტორი მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დანიშნულ მედიატორს შეხვდა.

ქარხნის თანამშრომლების განცხადებით, საპროტესტო აქცია 5 მარტს  გაიმართება.