ელისაშვილის განცხადება - გამოხმაურებები

იცოდა თუ არა ალეკო ელისაშვილმა რა გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა თეთრიწყაროს რაიონული სასმართლოს მოსამართლე – ეს კითხვა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც ელისაშვილმა „ტვ პირველში“ ჩართვისას თქვა, რომ პირველი შედეგი უკვე სახეზე იყო და თეთრიწყაროს მოსამართლემ თქვა, რომ ფარულობა იყო დარღვეული. ეს მაშინ როცა თავად მოსამართლემ გადაწყვეტილება ელისაშვილის განცხადებიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ გამოაცხადა. ელისაშვილი დღეს უკვე ამბობს, რომ მან აქციაზე შეიტყო ამის შესახებ და შემდეგ უკვე ინტერნეტსივრცეში ნახა საია-ს თავმჯდომარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია.