ქართველი მოქანდაკის და მხატვრის ელგუჯა ამაშუკელის დაბადებიდან 90 წელი გავიდა. მისი პირველი დიდი წარმატება ვახტანგ გორგასლის ძეგლს უკავშირდება, რომელიც მეტეხის მოედანზე განათავსეს. ნამუშევრებს შორის არის „ქართლის დედა“, რომლის შექმნისთვის შოთა რუსთაველის სახელობის პრემია მიანიჭეს. 1985 წელს კი ქანდაკებისთვის „დედა ენა“ იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია მიიღო.
მონუმენტური ნამუშევრების გარდა, აღსანიშნავია მისი რელიეფური კომპოზიციებიც თბილისის სხვადასხვა ნაწილში.
მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ჯილდოს მფლობელი ელგუჯა ამაშუკელი 2002 წელს, 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ქართველი მოქანდაკე მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.