იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ სკოლებში ბრუნდება

იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ ბრუნდება.

სექტემბრიდან სკოლებში ქართულ ანბანს კვლავ ქართული პედაგოგიკის ფუძემდებლის სახელმძღვანელოთი ისწავლიან. ეს იქნება 143 წლის წინ გამოცემულ „დედა ენასთან“ მიახლოებული, თუმცა ადაპტირებული ვერსია, უფრო თანამედროვე ლექსიკით.

წიგნი ექსპერტთა სპეციალური კომისიის მიერ შემუშავდა. არქაული ლექსიკა ნაწილობრივ შეიცვალა, თუმცა შენარჩუნდა ავტორისეული მეთოდები და ძირითადი პრინციპები.

ქართული საანბანო სახელმძღვანელოს შედგენის გოგებაშვილისეულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.