თბილისში, ვახტანგ გორგასლის №3-ში, ქართველი მოქანდაკისა და მხატვრის, ელგუჯა ამაშუკელის ბიუსტი გაიხსნა. ბრინჯაოს ბიუსტის ავტორები არქიტექტორი ვახტანგ დავითაია და მოქანდაკე გენადი ზაქარაია არიან. ბიუსტის გახსნას მოქანდაკის ოჯახის წევრებთან და კოლეგებთან ერთად, თბილისის მერის მოადგილე და საკრებულოს თავმჯდომარე დაესწრნენ.