„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია 20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებულების მოსანახულებლად გლდანის ნომერ მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. ხოშტარიას განცხადებით, მას დაკავებულების ჯანმრთელების შესახებ ინფორმაციის მიღება სურს. ელენე ხოშტარიას განცხადებით, ისინი პოლიტიკური მოტივით, უკანონოდ დააკავეს.