პროტესტის უკიდურეს ფორმას წყვეტს ელენე ხოშტარია.
დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოში 17 დღე შიმშილობდა. საკუთარი გადაწყვეტილება მან ჟურნალისტებთან განმარტა. ხოშტარიას განცხადებით, მისი პროტესტის მიზანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა იყო, გორის ჰოსპიტალში გადაყვანით კი ეს მიზანი მიღწეული იქნება. ელენე ხოშტარია ექიმების რეკომენდაციაზე დაყრდნობით რეაბილიტაციის კურსს იწყებს.